1 min read
"შენ სად იცინი - გული მუნ ფეთქავს"
This piece has not been translated into English yet. You are reading the Georgian original.
შენ სად იცინი - გული მუნ ფეთქავს,შენი ნაზი და ლამაზი ბგერა,მეპოტინება, თავზე ხელს მისვამს,ვით ოქროსფერი მზის ელვარება.
შენ რომ იღიმი, ლანდიც კი თბება,მზე როცა გიცქერს, უმწეოდ დნება,მითხარ, რას სჯერდეს ქარი შენს ხმაზე,შენ ხომ გრიგალის ზემოთ ხარ მთაზე.
მე ვოცნებობდი შენს ზმანებაზე,ნატიფი სახით, უძირო მზერით,ნანახს ანტიკურ ბერძნულ ლარნაკზე,მოსილს ნათელი ღვთიური სხივით.
რა მოხდებოდა, მეც რომ მქონოდამოცარტის ქნარი, და ვინჩის ფუნჯი?!მაშინ შევძლებდი, რომ აღმეწერასულის სწრაფვა და წადილი ფუჭი!
შენთან დრო დნება, ცხოვრება ტკბება,ციდან მოსულხარ, სათნო ზმანებავ!დაე, იცოდე, ამაყად ვამბობ:შენ სად იცინი - გული მუნ ფეთქავს!