2 წუთი
"საყურე"
ვითა პეპელაარხევს ნელნელასპეტაკს შროშანას, ლამაზად ახრილს,ასე საყურე,უცხო საყურე,ეთამაშება თავისსა აჩრდილს.ნეტავი იმას,ვინც თავისს სუნთქვასშენსა ჩრდილშია მოიბრუნებდეს!შენის შერხევით,სიო-მობერვითგულისა სიცხეს განიგრილებდეს!ჰოჲ, საყურეო,გრძნებით ამრევო,ვინ ბაგე შენს ქვეშ დაიტკბარუნოს?მუნ უკვდავებისშარბათი ვინ სვის?ვინ სული თვისი ზედ დაგაკონოს?
კომენტარი
“საყურე” ნიკოლოზ ბარათაშვილის კალამს ეკუთვნის. ბარათაშვილი მე-19 საუკუნის პოეტია, რომლის შემოქმედება ქართული რომანტიზმის მწვერვალია. მისი პოეტიკა და სტილი რომანტიკული პოეტური აზროვნების სრულყოფილი გამოხატულებაა.
ბარათაშვილმა “საყურე” თავისი უიღბლო სიყვარულის კერპს - ეკატერინე ჭავჭავაძეს მიუძღვნა. ეკატერინე იყო ცნობილი ქართველი პოეტისა და სახელმწიფო მოღვაწის - ალექსანდრე ჭავჭავაძის - ქალიშვილი. ყმაწვილი ქალით ნიკოლოზ ბარათაშვილის გატაცება 21 წლის ასაკში დაიწყო.
ლექსი იწყება შედარებით. “ვითა პეპელა არხევს ნელ-ნელა სპეტაკს შროშანას, ლამაზად ახრილს. ასე საყურე, უცხო საყურე, ეთამაშება თავისსა აჩრდილს”. აღნიშნულ სტროფში პოეტი სატრფოს საყურის ნელ რხევას, უმშვენიერეს, პაწაწინა, თეთრ და სპეტაკ ყვავილთან მიახლოებული პეპლის ფრთხების რხევას ადარებს, ამაღლებს და შორიდან ეტრფის მას. საყურის დასახასიათებლად გამოყენებული ეპითეტი “უცხო” ხაზს უსვამს მის გამორჩეულობასა და მიმზიდველობას, რაც, თავის მხრივ, მისივე მეპატრონის მშვენიერებითაა განპირობებული.
“ნეტავი იმას, ვინც თავის სუნთქვას შენსა ჩრდილშია მოიბრუნებდეს!” - წერს ნიკოლოზ ბარათაშვილი. ამ სიტყვებში ცხადად ვლინდება მისი ტრფობის ობიექტისადმი ფაქიზი მიმართვა და უჩვეულოდ, პოეტური თავდაჭერილობით გადმოცემული წრფელი სიყვარული. იგი ყურადღებას არა ქალის ფიზიკურ სილამაზეზე, არამედ სულიერ მშვენიერებაზე ამახვილებს. “შენის შერხევით, სიო-მობერვით გულისა სიცხეს განიგრილებდეს!”. ამ სტრიქონში “გულის სიცხე” სიყვარულით დამწვარ-გათანგული გულის სიმბოლოა, რომლის განკურნებაც მხოლოდ სატრფოსთან ახლოს ყოფნითაა შესაძლებელი.
ლექსის ბოლო სტროფში გაჟღერდება სიტყვები: “მუნ უკვდავების შარბათი ვინ სვის? ვინ სული თვისი ზედ დაგაკონოს?” - მაშასადმე, აღელვებული, გრძნობა არეული პოეტი მიიჩნევს, რომ სიყვარული მარადიული და უკვდავია. ჭეშმარიტი სიყვარული სულიერი, ნაზი და სიამის მომმგვრელია.
ლექსში ფაქიზად და წრფელადაა გადმოცემული პოეტის მგზნებარე სიყვარული, ეს კი მკითხველში სიმპათიისა და სიამოვნების განცდას იწვევს.